logo
ENG



"ნავალნი მოკლეს, პუტინი სასტიკი მკვლელია"

16 თებ 202420:23
3 წუთის საკითხავი
 

ნავალნის სიკვდილი საინფორმაციო სივრცის მთავარი საკითხი გახდა. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერს პუტინის რეჟიმის მსხვერპლს უწოდებენ და პასუხისმგებლობას პირადად რუსეთის პრეზიდენტს აკისრებენ. ერთ-ერთი პირველი, რომელიც მომხდარს გამოეხმაურა, უკრაინის პრეზიდენტი იყო. "როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. "პასუხისმგებელია რეჟიმი" - მიაჩნიათ შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს. რუსეთის სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.


close დახურვა